გაქვთ კითხვა ?
შეტყობინება გაიგზავნა დახურვა

წესები და პირობები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Bakewsophie.com-ზე. ვებ-გვერდის გამოყენებით, კურსის შეძენით ან რეგისტრაციით, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მათ.

1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე წესები არეგულირებს მომსახურების პირობებს მომხმარებელსა და Bakewsophie.com-ს (შემდგომში „ჩვენ“ ან „საიტი“) შორის. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევიტანოთ ცვლილებები ამ პირობებში.

2. ინტელექტუალური საკუთრება

საიტზე განთავსებული ყველა მასალა (ვიდეო გაკვეთილები, ტექნოლოგიური რუკები, PDF ფაილები, ფოტოები და ტექსტები) წარმოადგენს სოფიო შუბითიძის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია საავტორო უფლებებით.

  • აკრძალულია: შეძენილი მასალების გადაცემა, გაზიარება, გაყიდვა ან საჯაროდ ჩვენება მესამე პირებისთვის.
  • ანგარიშის გაზიარება: თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. ანგარიშის გაზიარება სხვა პირზე გამოიწვევს წვდომის დაუყოვნებლივ დაბლოკვას კომპენსაციის გარეშე.

3. კურსის შეძენა და წვდომა

  • კურსის შეძენის შემდეგ, მომხმარებელს ენიჭება წვდომა მასალებზე პაკეტით განსაზღვრული ვადით (მაგ: უვადო წვდომა).
  • გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, TBC Bank-ის დაცული სისტემის მეშვეობით.
  • ფასები მოცემულია ეროვნულ ვალუტაში (GEL) და შესაძლოა შეიცვალოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით (უკვე შეძენილ კურსებზე ფასი არ იცვლება).
  • ავტომატური განახლება: 1-თვიანი ან 1-წლიანი პაკეტის შეძენისას, თქვენი გამოწერა ავტომატურად განახლდება შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ. თანხის ჩამოჭრა მოხდება ავტომატურად იმავე საბანკო ბარათიდან, რომელიც გამოიყენეთ პირველადი გადახდისას
  • გამოწერის გაუქმება: თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ გამოწერა და ავტომატური გადახდა საიტზე, საკუთარი პროფილის გვერდიდან (My Account -> Subscriptions -> Cancel ღილაკზე დაჭერით). გაუქმების შემთხვევაში, გადახდილი თანხა არ ბრუნდება, თუმცა რეცეპტებზე წვდომა შეგინარჩუნდებათ მიმდინარე გადახდილი პერიოდის ამოწურვამდე

4. თანხის დაბრუნების პოლიტიკა (Refund Policy)

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი პროდუქტი არის ციფრული შინაარსის (ვიდეოები, ფაილები), რომელზეც წვდომას იღებთ დაუყოვნებლივ. ამის გამო, გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება. შეძენამდე, გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ კურსის აღწერას და საპრეზენტაციო ვიდეოს.

5. ქცევის წესები

კურსის ფარგლებში არსებულ დახურულ ჯგუფებში აკრძალულია სიძულვილის ენა, შეურაცხმყოფელი კომენტარები ან სპამი. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, წესების დარღვევის შემთხვევაში შეზღუდოს მომხმარებლის წვდომა ჯგუფზე.

6. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ტექნიკურ ხარვეზებზე, რომლებიც გამოწვეულია თქვენი ინტერნეტ-კავშირით ან მოწყობილობით. ასევე, რეცეპტების მომზადებისას მიღებული შედეგი დამოკიდებულია მომხმარებლის ინდივიდუალურ უნარებსა და გამოყენებულ ინგრედიენტებზე.

7. საკონტაქტო ინფორმაცია

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: [email protected]

error: Content is protected !!