გაქვთ კითხვა ?
შეტყობინება გაიგზავნა დახურვა

ჩემ შესახებ

გზა პატარა ბლოკნოტიდან - მსოფლიო ჩემპიონატამდე

გამარჯობა, მე სოფი ვარ.
ჩემი კულინარიული თავგადასავალი ბავშვობაში დაიწყო, ერთი პატარა ბლოკნოტით, რომელშიც ყველა იმ ნამცხვრის რეცეპტს ვიწერდი, რომელიც კი ოდესმე გამისინჯავს და მომწონებია. მაშინ ცხობის პროცესი რაღაც ამოუხსნელ, ჯადოსნურ რიტუალად მეჩვენებოდა.
მიუხედავად ამ გატაცებისა, წლები გავატარე საოფისე გარემოში, სრულიად სხვა სფეროში. თუმცა, 2015 წელი ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა — მივხვდი, რომ ჩემი ნამდვილი მოწოდება სხვაგან იყო. დავტოვე სამსახური და ჩავირიცხე „საქართველოს კულინარიის აკადემიაში“. მას შემდეგ პროფესიული პაუზა არ ამიღია.
განათლება და გამოცდილება აკადემიის დასრულებისთანავე მუშაობა დავიწყე სასტუმროს ქსელში, რასაც მოჰყვა მუდმივი განვითარება:

დავესწარი DGF ICC GEORGIA-ს ორგანიზებით, ფრანგი შეფების მიერ ჩატარებულ, ათობით მასტერ-კლასს.

გავიარე ტრენერთა გადამზადების კურსი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში — ბასკეთის კულინარიულ ცენტრში (Basque Culinary Center).

პანდემიის პერიოდში სრულად დავეუფლე პურის ცხობის ხელოვნების 6 თვიან პროგრამას (French Bakery School)

2022 წელს, DGF ICC Georgia-ს მხარდაჭერით, საქართველოს სახელით მონაწილეობა მივიღე მსოფლიო საკონდიტრო ჩემპიონატზე (MDAS - Mondial des Arts Sucrés), რაც ჩემთვის უდიდესი პროფესიული გამოცდილება იყო.

დღეს მე ვარ DGF ICC GEORGIA-ს პურ-ფუნთუშეულის მიმართულების მენტორი და ვატარებ პრაქტიკულ მასტერკლასებს.

sophy shubitidze
bake with Sophie

რატომ ეს ონლაინ სკოლა?

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბლოგერობა პოპულარული არ იყო, მქონდა ჩემი საკონდიტრო ბლოგი. რეცეპტებს იმდენად დეტალურად და გულდასმით ვწერდი, რომ სრულიად დამწყებებსაც კი იდეალური შედეგი გამოსდიოდათ. თქვენმა უკუკავშირმა დამარწმუნა, რომ ცოდნის გაზიარება და რთული საკითხების მარტივად ახსნა – ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მანიჭებს ბედნიერებას.

ეს ონლაინ სკოლაც ამ მიზანს ემსახურება: გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა და დაგეხმაროთ, საკუთარ სამზარეულოში შექმნათ ნამდვილი შედევრები.

სერტიფიკატები
DGF ICC GEORGIA

DGF ICC GEORGIA

Master Class of Bruno Courett

Master Class of Damien Pichon

DGF ICC GEORGIA

Master Class of Damien Pichon

Dominique Le Faucher Boulangerie et Viennoiserie

DGF ICC GEORGIA

Dominique Le Faucher
Boulangerie et Viennoiserie

The French Pastry School

The French Pastry School

The Bread Baking Arts Course

Basque Culinary Center

Basque Culinary Center

Training of trainers with specialization in Bakery

error: Content is protected !!