რატომ ეს ონლაინ სკოლა?
ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბლოგერობა პოპულარული არ იყო, მქონდა ჩემი საკონდიტრო ბლოგი. რეცეპტებს იმდენად დეტალურად და გულდასმით ვწერდი, რომ სრულიად დამწყებებსაც კი იდეალური შედეგი გამოსდიოდათ. თქვენმა უკუკავშირმა დამარწმუნა, რომ ცოდნის გაზიარება და რთული საკითხების მარტივად ახსნა – ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მანიჭებს ბედნიერებას.
ეს ონლაინ სკოლაც ამ მიზანს ემსახურება: გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა და დაგეხმაროთ, საკუთარ სამზარეულოში შექმნათ ნამდვილი შედევრები.





